შეტყობინება ტენდერის გამოცხადების შესახებ - ტვინინგის პროექტის ''GE 16 ENI EC0318 '' საქართველოში გეოგრაფიული აღნიშნვების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა'' - ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელებისათვის მასალების შექმნა და დამზადება
ევროკავშირმა საქართველოსთვის კიდევ ერთი ახალი პროექტი დაიწყო.თათია ჩაფიჩაძე. Forbes Georgia.აღნიშვნების სარგებელი.ამჯერად დასავლელი პარტნიორები საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად იმუშავებენ, რისთვისაც 1.5 მილიონი ევრო დაიხარჯება. ამ ეტაპზე ხვანჭკარა, თუშური გუდა, ჩურჩხელა, სულგუნი, ბორჯომი, ტვიში, ნაბეღლავი და კიდევ 40 ადგილწარმოშობის დასახელება უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია.
დღეს, 26 ნოემბერს (2019 წ.), საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, მასპინძლობს გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროს ექსპერტებისა და ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტის მწარმოებელთა ასოციაციების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრას, რომელიც იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ ფარგლებში.
2019 წლის 21 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ხელი მოეწერა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება მხარეთა შორის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების სამართლებრივი დაცვის საკითხებს, რაც ასევე მოიცავს გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთდაცვას.
აღნიშნული შეთანხმება ჩაანაცვლებს, ბრექსიტის შემდგომ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას. დოკუმენტი მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებული სამეფო მსგავსი სახის შეთანხმებას აფორმებს.