ENGLISH



  • ყველგან
  • სათაურები
  • გვერდები
Eng
Establishing Efficient Protection and Control System of Geographical Indications (GIs) in Georgia
  • პროექტი
  • კანონმდებლობა
  • გალერეა
  • სიახლეები
  • ბმულები
  • კონტაქტი

პროექტები


ზოგადი ინფორმაცია ტვინინგის პროექტის შესახებ

ევროკავშირის გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ხარისხის პოლიტიკა.
3000-ზე მეტი დასახელების, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე აგროსასურსათო პროდუქტი, სამი სხვადასხვა ფორმითა დაცული, კერძოდ: დაცული ადგილწრამოშობის დასახელება, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა და გეოგრაფიული აღნიშვნა. ევროკავშირის ხარისხსის პოლიტიკის მიზანია დაიცვას განსაკუთრებული საქონელი, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს ამ საქონლის ისეთ უნიკალურ მახასიათებლებს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია  მათ გეოგრაფიულ ადგილწარმოშობასთან და  ტრადიციულ ცოდნასთან. 
ამა თუ იმ პროდუქტის სახელწოდება „გეოგრაფიულ აღნიშვნად“ შეიძლება იქნას აღიარებული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პროდუქტს გააჩნია განსაკუთრებული კავშირი იმ ადგილთან, სადაც ის მზადდება. გეოგრაფული აღნიშვნის მინიჭებას მრავალი პოზიტიური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია და ამავდროულად შესაძლებელს ხდის შემდეგს:
-მომხმარებლების ნდობის მოპოვება და ხარისხიანი პროდუქტის ცნობა, რაც თავის მხრივ მწარმოებლებს საკუთარი პროდუქციის უკეთესად რეალიზებაში ეხმარება. 
-სამართლიანი კონკურენცია, ვინაიდან მხოლოდ იმ მწარმოებლებს შეუძლიათ რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნით სარგებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის სპეციფიკაციებს;
-უსაფრთხოება, ვინაიდან, საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების კონტროლი ბაზარზე ხორციელდება მაკონტროლებელი ორგანოების მიერ;
-ფასზე დანამატი,გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე საქონლის მწარმოებლების მიერ განხორციელებული პოპულარიზაციის საქმიანობის შედეგად, პირდაპირ ან მწარმოებელთა ასოციაციების მონაწილეობით, რაც უკეთესად უზრუნველყოფს გეოგრაფული აღნიშვნების პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე;
-სოციალური სარგებელი, ვინაიდან ღირებული პროდუქტების მჭიდროდ დაკავშირება სასოფლო დასახლებებთან გულისხმობს იმას, რომ ვერ მოხდება მათი წარმოების სხვა ტერიტორიებზე გადატანა და კავშირის გაწყვეტა; 
-მწარმოებლებისა და მომხმარებლების ხელახალი დაკავშირება; 
-ტრადიციების დაცვა და ტრადიციული პროდუქტების ადგილობრივ ბუნებრივ გარემოსთან და ფერმერულ სისტემებთან მჭიდროდ დაკავშირებით გარემოზე პოზიტიური ზემოქმედება,
აღიარებული ინტელექტუალური საკუთრების უფლება, გეოგრაფიული აღნიშვნები,  რომლის დაცვასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებებს, სამართლებრივად დაცულია იმიტაციისგან, მიბაძვისგან და არასწორი გამოყენებისგან, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე არაწევრი ქვეყნების ფარგლებში. 
ევროკავშირის მიერ,  სწორედ  გეოგრაფიული აღნიშვნების კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების და გამოცდილების გაზიარება ხდება ტვინინგის პროექტის GE16ENI EC 0318 „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის“  საფუძველი.


ტვინინგის პროექტის ზოგადი მიზანი და დანიშნულება

ტვინინგის პროექტის ზოგადი მიზანია, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და  ეფექტური დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით საქართველოში საქონლის „ადგილწარმოშობის დასახელებისა“ და „გეოგრაფიული აღნიშვნების“ სისტემის განვითარების ხელშეწყობა.
აღნიშნულ კონტექსტში, პროექტის კონკრეტული მიზანია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა სამართლებრივი, ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბის, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის გაძლიერების და ეროვნული ინსტიტუტების კომპენტენციის გაზრდის მიმართულებით, რათა დანერგილ იქნას საუკეთესო ევრუპული პრაქტიკა. როგორც ყველა სხვა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში,  გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროშიც საქპატენტი განსაზღვრავს პოლიტიკას. ის ამ პროექტში წარმოადგენს მთავარ პარტნიორ მხარეს ბენეფიციარი ქვეყნიდან და მას დიდი გამოცდილება გააჩნია ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის განვითარების კუთხით.


ტვინინგის პროექტის საფუძველი და პირდაპირი სარგებელი საქართველოსთვის
 
საქართველოში ღვინის, სასურსათო პროდუქციის, სპირტიანი სასმელების და ა.შ გეოგრაფული აღნიშვნების გამართული სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს  ერთ-ერთ საუკეთესო გზას ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და საქართველოს სოფლის მოსახლეობის და მთლიანად ქვეყნის ტრადიციების დასაცავად, საერთაშორისო ბაზარზე  ხარისხიან ქართულ საქონელზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და აღნიშნული საქონლის რეპუტაციის ასამაღლებლად, ასევე მომხმარებლების ნდობის გაზრდას აღნიშნული საქონლის ხარისხიანობის მიმართ. 
საქართველოში დიდი ხანია გაცნობიერებული აქვთ ყოველივე ზემოთაღნიშნული და ჩამოყალიბებულიც არის საკუთარი გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემა, რომლის ფარგლებშიც დაცულია ათობით აგროსასურსათო პროდუქცია, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე საქონელი. 
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განვითარება და დაცვა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ქვეყანაში გეოგრაფული აღნიშვნების დაცვასა და ჩამოყალიბებას. საქართველოსთვის გეოგრაფიული აღნიშვნების მნიშვნელობა გამოხატულია სამთავრობო ინსტიტუტების სხვადასხვა სახის საქმიანობაში და მისი მნიშვნელოვანება ხაზგასმულია  მრავალმხრივ და ორმხრივ შეთანხმებებში. უნდა აღინიშნოს, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები შეტანილია სხვადასხვა ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის  ყველა დღის წესრიგში. 
ზოგადად, იმისათვის, რომ ბოლომდე მოხდეს გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისგან სარგებლის მიღება და ასევე ქვეყანაში ამ მხრივ არსებული პოტენციალის სრული ათვისება, საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: 
- საქართველოში გეოგრაფულ აღნიშვნებთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ევროპულთან ჰარმონიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერება; 
- გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე საქონლის მწარმოებელთა ასოციაციების როლის გაძლიერება; 
- ეფექტური და გამართულად მომუშავე კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება და გაუმჯობესება, როგორც სერთიფიცირების კონტროლის, ასევე ბაზრის კონტროლის კუთხით: „ფერმიდან საცალო ვაჭრობამდე“. 
ყოველივე ამის მისაღწევად, აღნიშნული ტვინინგის პროექტი   სხვადახვა ქართულ დაწესებულებებს სამი კომპონენტის მეშვეობით ეხმარება. 


ტვინინგის პროექტის კომპონენტები

სხვადასხვა მიზნების მიხედვით, პროექტი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: 
კომპონენი 1. გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მიხედვით პირველადი და მეორადი კანონმდებლობის ჰარმონიზება.  
კომპონენტი 2. შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების და კერძო სექტორის კომპეტენციის გაზრდა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის გაძლიერების და განვითარების მიზნით. 
კომპონენტი 3. გეოგრაფიული აღნიშვნების ხარისხის კონტროლის სისტემის ორგანიზება ევროკავშირის რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით. 
  
პროექტის პარტნიორები
 

საქართველო
მთავარი ბენეფიციარი ინსტიტუტი: საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი
ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმი:
იტალია:  იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის, სატყევე მეურნეობისა და ტურიზმის პოლიტიკის სამინისტრო(Mipaaft) 
საფრანგეთი: სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტრო (MAA).
 
პროექტის განხორციელების ფაზების ხანგრძლივობა, ბიუჯეტი და დაფინანსება:

პროექტის განხორციელების ფაზა დაიწყო 2019 წლის თებერვალში და გაგრძელდება 24 თვის განმავლობაში. ENPI (ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტი)-ის ტვინინგის პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,500,000 ევროს. პროექტი ფინანსდება ENPI-ის 2012-ის პროგრამის მიერ. 
 

  • Country: Georgia
  • Period: February 2019 - January 2021
  • Project: Twinning Project GE/16 ENI EC 03 18
  • Beneficiary: National Intellectual Property Center of Georgia
  • Implemented by: Italian Ministry of Agricultural Food and Forestry Policies & French Ministry of Agriculture and Food